საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს ხვალ, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა, ოფიციალური ვიზიტი 31 მაისს დასრულდება.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღებს. პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება, რის შემდეგაც დაგეგმილია პრემიერ–მინისტრების მიერ ერთობლივი განცხადებების გაკეთება.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებასაც დაესწრებიან, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.