კახა კალაძე კიევში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე კიევში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის, ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების მნიშვნელობას და პარტნიორობის კიდევ უფრო გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.

“გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა ეს ურთიერთობა. ესაა მრავალწლიანი მეგობრობა და ვფიქრობ, რომ მისი გაღრმავების უფრო დიდი შესაძლებლობებიც გვაქვს. ამ საკითხზე უკვე ვისაუბრე კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზეიმო მიღებას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ქართული დიასპორა და დაესწრნენ.

კიევის მერის თქმით, ის კახა კალაძესთან ერთად თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იზრუნებს. “მე და კახა კალაძე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები გაღრმავდეს, გახდეს უფრო თბილი და მეგობრული. მჯერა, რომ ქართველებს და უკრაინელებს შემდგომი წინსვლის უდიდესი პოტენციალი გვაქვს“, - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა