მინდელის შახტში არსებულ ვითარებაზე უკრაინელი სამთო ექსპერტების დასკვნა 8 ივნისს გახდება ცნობილი

საქართველოს პროფკავშირების მიერ უკრაინიდან მოწვეული ექსპერტები, რომლებიც მინდელის შახტში არსებულ ვითარებას სწავლობენ, დასკვნას 8 ივნისს დადებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფკავშირებში განუცხადეს, ამჟამად მოწვეული ექსპერტები სამუშაოების ბოლო პროცედურებს ახორციელებენ.

უკრაინელი სამთო ექსპერტები ტყიბულის შახტაში მომხდარი ავარიის და კომპანიის სამომავლო მუშაობაზე საკუთარი ხედვის დასაფიქსირებლად 25 აპრილს ჩაერთვნენ. ექსპერტებმა დაათვალიერეს შახტა, სადაც ავარია მოხდა.

როგორც სამთო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა კაროლ ვიაჩისლავმა სამუშაოების დაწყებამდე განაცხადა, კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ მათ ყველა სახის დოკუმენტაცია გადასცა, რომელსაც ისინი ეტაპობრივად შეისწავლიან.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა