ჯორჯ სოროსი - „ბრექსიტი“ დამანგრეველი პროცესია, რომელიც ორივე მხარეს ვნებს

მოძრაობა „საუკეთესო ბრიტანეთისთვის“ (Best for Britain), რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროინტეგრაციას ემხრობა, 8 ივნისიდან კამპანიას დაიწყებს, რათა წლის განმავლობაში მეორე რეფერენდუმი ჩატარდეს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით, - როგორც ბრიტანული გაზეთი The Independent იუწყება, ამის შესახებ ამერიკელმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა.

„ბრექსიტი“ ძალიან დამანგრეველი პროცესია, რომელიც ორივე მხარეს ვნებს. ლონდონსა და ბრიუსელს შორის გაყრა ხანგრძლივი იქნება. ის სულ მცირე 5 წელი გაგრძელდება, ეს ვადა კი მთელი მარადიულობაა პოლიტიკაში, განსაკუთრებით ისეთ რევოლუციურ დროს, როგორიც ახლაა“, - აღნიშნა სოროსმა.

მილიარდერი თვლის, რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ხანგრძლივმა „გაყრის“ პროცესმა შეიძლება დაარწმუნოს ბრიტანელები, რომ კავშირში ყოფნა მათ ინტერესებს პასუხობს.

გამოცემის ინფორმაციით, მოძრაობა „საუკეთესო ბრიტანეთისთვის“ 8 ივნისს საკუთარ პროგრამასთან ერთად მანიფესტსაც გამოაქვეყნებს.

„საბოლოოდ ბრიტანელებს მოუწევთ გადაწყვიტონ, რა სურთ მათ. უკეთესი იქნება, თუ ამას რაც შეიძლება მალე გააკეთებენ. ეს არის მოძრაობა „საუკეთესო ბრიტანეთისთვის“ მიზანი, რომელსაც მე მხარს ვუჭერ“, - განაცხადა სოროსმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა