თამარ ჩუგოშვილი - გამოვრიცხავ, ხორავას ქუჩის საქმეში რაიმე ფაქტი დაიმალოს ან რომელიმე პირი პასუხისმგებლობას გაექცეს

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში რაიმე ფაქტის დამალვას გამორიცხავს. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამორიცხულია, რომელიმე პირი პასუხისმგებლობას გაექცეს.

„ამ საქმეს რაც შეეხება, ბუნებრივია, ძალიან მძიმე და ემოციურია ეს საქმე და საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოვრიცხავ იმას, რომ რაიმე ფაქტი დაიმალოს ან ინფორმაცია არასრულად მიეწოდოს საზოგადოებას და ან მხარეებს. გამოვრიცხავ, რომ, რომელიმე პირი გაექცეს პასუხისმგებლობას ამ საკითხში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა