სერგო რატიანი - ერთადერთი გამოსავალი ხორავას ქუჩის საქმეზე არსებული კითხვების გასაცემად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა

ხორავას ქუჩის საქმეზე არსებული კითხვების გასაცემად ერთადერთი უწყება, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება, პარლამენტია და სწორედ ამიტომ მოვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, ამ საქმესთან მიმართებაში არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც აქვს დაზარალებულის ოჯახს და შესაბამისად, აქვს საზოგადოებას.

„ ერთადერთი გამოსავალი, რომელიც შეიძლება არსებობდეს, არის საპარლამენტო კომისიის შექმნა და ამას ვითხოვთ. სხვა შემთხვევაში ვხედავთ ჩიხს და გარკვეულ მდგომარებას, როდესაც ასეთ გახმაურებულ საქმეებზე პროკურატურა არაადეკვატურად მოქმედებს და ამან შეიძლება ძალიან მძიმე პროცესებს მისცეს სათავე. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ პროკურატურამ დაკარგა ავტორიტეტი, არსებობს გამოუძიებელი გახმაურებული საქმეები, რომელთა გამოძიებაზეც საუბარი ზედმეტია. ამიტომ, არ არსებობს სამწუხაროდ, ინსტიტუცია, რომელიც დღეს პასუხისმგებლობას აიღებდა. ერთადერთი ასეთი ინსტიტუცია არის პარლამენტი და ამიტომ ვითხოვთ კომისიის შექმნას“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს