დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე - სოფელი

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ქვეყანაში გაგვაჩნია, ეს არის თანაბარი გადანაწილება იმ დოვლათის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იქმნება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სხვაგვარად რომ ვთქვათ - ესაა ინკლუზიური ზრდა და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე სოფელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ბრიფინგი 2018 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის წინასწარ მაჩვენებელს შეეხებოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველი ოთხი თვის მაჩვენებელს, იანვარ-აპრილის საშუალო ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა