IRI-ს კვლევის მიხედვით, ინსტიტუციების რეიტინგში ეკლესია, ჯარი და მედია ლიდერობენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 84 პროცენტი ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის მუშაობას დადებითად აფასებს.

როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, აღნიშნული მონაცემებით ეკლესია ლიდერობს. გამოკითხული მოსახლეობის განწყობების მიხედვით მეორე ადგილზე ჯარი - 83 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე ქართული მედიაა 63 პროცენტით.

ინსტიტუციების ჩამონათვალი მოსახლეობის განწყობების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება.

ეკლესია -84 %, ჯარი - 83%, ქართული მედია - 63%, პოლიცია - 50 %, საჯარო განათლების სისტემა - 49 %, ადგილობრივი ხელისუფლება - 43 %, პრეზიდენტის ინსტიტუტი - 43 %, ცესკო- 36 %, მთავრობის ადმინისტრაცია - 34 %, მინისტრთა კაბინეტი- 34 %, პარლამენტი - 34 %, სახალხო დამცველი აპარატი- 30%, პროკურატურა - 26 %, სასამართლო -25%, ეროვნული ბანკი- 22%, პოლიტიკური პარტიები- 21 %, გუბერნატორები -19%, პროფკავშირები - 12%.

კვლევა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში მოხდა და საარჩევნო უფლების მქონე 1500 საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს