ქეთევან ციხელაშვილმა ისრაელში შეხვედრები გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, ლიდერ ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი, სხვა მონაწილეებთან ერთად, ისრაელის პრეზიდენტს, რუვენ რივლინს შეხვდა, სადაც პოლიტიკურ თუ სამშვიდობო პროცესებში ქალთა როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

აგრეთვე, ქეთევან ციხელაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექს ბენ ცვისთან. შეხვედრაზე საუბარი საქართველო - ისრაელის თანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებას და ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

ქეთევან ციხელაშვილმა ალექს ბენ ცვისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მან იმ პრობლემატიკასა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა დგას.

ვიზიტის ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილი განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან და ქალაქ აშდოდის ვიცე-მერთან, მოშე ბოთერაშვილთან ერთად ისრაელში ქართველ ებრაელთა თემს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრი აშდოდის მერიისა და ქართველ ებრაელთა თემის მიერ ორგანიზებულ კონცერტსაც დაესწრო.

ღონისძიებაზე ქეთევან ციხელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქართულ-ებრაულ მეგობრობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მისივე თქმით, სამომავლოდ ეს შესაძლოა კაცობრიობის მონაპოვრად იქნას აღიარებული.

„მინდა, მადლობა გითხრათ იმ სიყვარულისათვის, რომელიც ამ დარბაზში დაგვხვდა. იმ სიყვარულისათვის, რომელმაც დღეს აქ მოგიყვანათ და ჩვენ გაგვაერთიანა, რომლითაც გულში თქვენი წილი საქართველო დაგაქვთ. იმ სიყვარულისთვის, რომლის ძალითაც თქვენი შვილები და შვილიშვილები ქართულად მეტყველებენ, ქართულად მღერიან. როცა ასეთი სიყვარულია, ამას ვერასოდეს ვერაფერი დაანგრევს და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს მარადიულ ქართულ-ებრაულ მეგობრობასა და ურთიერთობაში აისახება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ისრაელში 27 მაისს დაიწყო.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა