მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი დამთავრებულია უკვე შემოდგომაზე - ახლა ჩემი ძირითადი თავსატეხია, რომ მან შემოდგომამდე არ დაამთავროს საქართველო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ძალიან დიდ საერთაშორისო პროვოკაციას ამზადებს.

მისივე თქმით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმე შემოდგომაზე დამთავრებულია.

“მიუხედავად ოლიგარქის ყველა ხრიკისა, ამერიკელების კვლევებში ოპოზიციამ, რომლის ძირითადი ბირთვია ჩემი პარტია, გადაუსწრო "ოცნებას". ივანიშვილი დამთავრებულია უკვე შემოდგომაზე. ახლა ჩემი ძირითადი თავსატეხია, რომ მან შემოდგომამდე არ დაამთავროს საქართველო. ამას ის მალაპარაკებს, რომ გამოკითხვებში პრაქტიკულად, ყველა ჩემს მიერ შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ბოლო დრომდე ინარჩუნებდა პოპულარობას, მიწასთანაა გასწორებული. გარდა ამისა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ საერთაშორისო პროვოკაციას საქართველოს წინააღმდეგ“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს