ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - სასამართლოს წინაშე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვ

სასამართლოს წინაშე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა წარდგენილი დასკვნებით ის ბრალი, რასაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან. მისივე თქმით, ის გეგმავს საკუთარი დასკვნითი სიტყვით ყველა იმ მტკიცებულების გაბათილებას, რაც ბრალდებამ წარადგინა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ძალიან მძიმე დანაშაულს აბრალებენ. აქ მოწმეთა ჩვენებები არ არის მთავარი, ეს არის მკვლელობის საქმე. შესაბამისად დასკვნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბრალდების მცარე ცდილობს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით დაადასტუროს განზრახ მკვლელობა, რაც აბსურდია. დარწმუნებული ვარ, სასამართლო გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს. თუ სასამართლო იტყვის, რომ მაია ნიკოლეიშვილის და ომარ ჯოხაძის დასკვნებს არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში იძულებული გახდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გაიზიაროს. ამ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ განაჩენი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სასარგებლოდ გამოცხადდება. ის კადრები - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფოტოსურათები, რაც ტელევიზიით ვრცელდება, არასწორია. ძალიან სამწუხაროა, რომ ტელევიზიით იმ მტკიცებულებების წარდგენა არ შეგვიძლია, თუ რეალურად რა ხდება. მოწმეების ნაწილი გამოძიებას ცრუ ჩვენებას იმიტომ აძლევენ, რომ ასაკიდან გამომდინარე მათ ნაწილს სხვა სახელი არ დაერქვას, ხოლო რამდენიმე კიდევ თავის თავის გადასარჩენად აძლევს ცრუ ჩვენებას. ასეთი ოთხი გვყავს საქმეში, ზუსტად ეს პირები, რომლებიც თავის თავს უფრთხილდებიან, ისინი აძლევენ ჩვენებას სხვა პირების წინააღმდეგ", - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, ბრალდებული ერთ-ერთ გარდაცვლილს 10 ჭრილობას 2 წამში ვერ მიაყენებდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალი აქვს წარდგენილი. ერთი პირის ნაწილში ედავებიან, რომ 10 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ერთ წამში, ხოლო, მეორეს ნაწილში ედავებიან, რომ ორივე ჭრილობა, ერთი მძიმე და ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს დაახლოებით, ორ წამში ხდებოდა. ორ წამში, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეძლო თურმე, ორი პირის მკვლელობა. აბსურდია! ის არანაირ ბრალს არ აღიარებს. სასამართლოს წინაშე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვ", - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო