აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას, დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცედ გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. აშშ-ს პოზიცია აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" საკითხზე უცვლელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, ყურადღებით მოეკიდონ თავიანთ ვალდებულებებს გაერო-ს წესდების თანახმად. კიდევ ერთხელ, აშშ რუსეთს მოუწოდებს თავისი ჯარები გაიყვანოს ომამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად“, - ნათქვამია განცხადებაში.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ გუშინ „აღიარა“. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)