სამგორის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელება იწყება

სამგორის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელება იწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისეის მერიიდან აცნობეს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, სამგორის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ მორიგი სხდომა ჩაატარა, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი განცხადებები, პრიორიტეტების მიხედვით იქნა განხილული.

მათივე ინფორმაციით, საბჭომ ახალი წესის ფარგლებში შემოსული 104 განცხადება განიხილა.

პირველ ეტაპზე შემდეგი სამუშაოები განხორციელდება: 18 ბრტყელი სახურავის შეკეთება, 3 ქანობიანი სახურავის შეკეთება და 16 შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის შეკეთება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა