ნიკოლ ფაშინიანი - მინდა სულიერება იყოს სომხურ-ქართულ ურთიერთობაში და ჩვენმა ხალხებმა კეთილმეზობლობით ახალ გამარჯვებებს მიაღწიონ

მინდა სულიერება იყოს სომხურ-ქართულ ურთიერთობაში და ჩვენმა ხალხებმა კეთილმეზობლობით ახალ გამარჯვებებს მიაღწიონ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

სომხეთის ახლად არჩეულმა პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე და კავკასიის რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. ფაშინიანის თქმით, სულიერება გახდა სომეხი ერისთვის მთავარი გამარჯვებების წინაპირობა და ისურვებდა ასეთივე სულიერებით მომხდარიყო ქართველი და სომეხი ერების ურთიერთობის გაგრძელება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მასპინძლობისთვის მის ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი და სომეხი ერი ძლიერი ფესვებითაა დაკავშირებული და ორივე ქვეყანა ისტორიიდან გამომდინარე, მოვალეა ერთობლივად შექმნას ბედნიერი და თავისუფალი მომავალი.

“თბილისი ნამდვილად ჩვენი ერების ერთობლივი ცხოვრების, ისტორიის, ენერგიით სავსე და ჩვენი ხალხების ძლიერი ფესვებითაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ დღეს ვალდებულება გვაქვს ისტორიის წინაშე, რათა შევქმნათ ჩვენი ერთობლივი ბედნიერი და თავისუფალი მომავალი. პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველდღე ვდგებით შემდეგი პრობლემის წინაშე - არის მიმართულება აზროვნების, რომ ყველაფერი სასწორზე დააყენოს და არის მიმართულება, რომელიც გრძნობს და არ წონის. ჩვენმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ სულიერება უფრო მძიმეა, ვიდრე გათვლა. გულუბრყვილობა უფრო მძიმეა, ვიდრე ადამიანთა ხრიკები და ეს არის ჩვენი ხალხების ცხოვრების პირველი ფორმულა, რადგან ჩვენ შევძელით გაგვემარჯვებინა იქ, სადაც თითქოს ამის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობდა და დავმარცხდით იქ, სადაც არ უნდა დავმარცხებულიყავით. ჩვენი პირველი რესპუბლიკა სულიერების გამარჯვება იყო და ამ სულიერებამ გადაგვატანინა გენოციდი და ომები. დღევანდელი სომხეთის რესპუბლიკაც სულიერების და სიყვარულის სახელმწიფოა. ის ასეთი იქნება მუდამ, ვინაიდან მატერიალური შეიძლება გავანადგუროთ, მაგრამ იმას, რაც სულიერებასთანაა დაკავშირებული, ვერ გავტეხთ. მინდა სულიერება იყოს სომხურ-ქართულ ურთიერთობაში და ჩვენმა ხალხებმა კეთილმეზობლობით ახალ გამარჯვებებს მიაღწიონ. ამას უნდა მიაღწიონ ერთიან, მშვიდობიან რეგიონში”, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა