აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას, დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცედ გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. აშშ-ს პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე უცვლელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, ყურადღებით მოეკიდონ თავიანთ ვალდებულებებს გაერო-ს წესდების თანახმად. კიდევ ერთხელ, აშშ რუსეთს მოუწოდებს თავისი ჯარები გაიყვანოს ომამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად“, - ნათქვამია განცხადებაში.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ „აღიარა“. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს