„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ინსცენირების გამო უკრაინის სპეცსამსახურებისადმი უკმაყოფილებას გამოთქვამს

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გენერალური დირექტორი კრისტოფ დელუა რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირების გამო უკრაინის უშიშროების სამსახურისადმი უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„RSF გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინული სპეცსამსახურის მანიპულაციასთან დაკავშირებით საკუთარ საინფორმაციო ომში. სახელმწიფოებისთვის ყოველთვის ძალიან საშიშია ფაქტებით თამაში და უფრო მეტიც, ჟურნალისტების ზურგზე თამაში“, - დაწერა დელუამ.

მოგვიანებით თავისი კომენტარის ბოლოს მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდათ, რომ ბაბჩენკო ცოცხალი აღმოჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო