თსუ-სა და შპს „გეოპლანტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „გეოპლანტს“ შორის დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, მემორანდუმს ხელს თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და შპს „გეოპლანტის“ დირექტორი მიხეილ ჭკუასელი მოაწერენ.

„მემორანდუმის ფარგლებში, მხარეების თანამშრომლობის მიზანია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის და სამუზეუმო ღირებულების ნივთების მოძიება-შენახვა, ქვეყნის ეროვნული საგანძურის შევსება, გამრავალფეროვნება და მომავალი თაობებისთვის გაცნობა. მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპს „გეოპლანტი“, ითანამშრომლებენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებისა და შესაბამისი თარგმანების, რეპროდუქციების მოძიების კუთხით.

შპს „გეოპლანტი,“ თავის მხრივ, მზაობას გამოხატავს ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან დასახული მიზნების მისაღწევად და კომპანიის მიერ წარმოებული ჩაის რეალიზაციიდან შემოსული თანხიდან ნაწილი გადარიცხოს „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ საბანკო ანგარიშზე“, - აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო