კახა კალაძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან დღემდე პარკირების წესების დარღვევაზე 36 816 ჯარიმაა გამოწერილი

10 აპრილიდან დღემდე პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დაახლოებით თვენახევარია, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ეფექტიანად ხორციელდება მუნიციპალური პარკირების მენეჯმენტი და სათანადოდ ხდება დარღვევებზე რეაგირება. 10 აპრილიდან დღემდე პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს. ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია. 20 800-მა ადამიანმა შეიძინა პარკირების საშვი, რისთვისაც გადახდილია 520 ათასი ლარი. ანუ თბილისის პარკინგი წარმატებით ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო... გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა, ჩვენ ვერ შევძლებდით და ვერ განვახორციელებდით პარკირების ფუნქციის შეთავსებას“, - განაცხადა კალაძემ და სატრანსპორტო კომპანიას დაკისრებული მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო