ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში სასამართლომ სარალიძის ნაწილი სრულად მოხსნა, დადუნაშვილის ნაწილში კი სრულად გაამტყუნა - მეორე ბრალდებულს კი სარალიძის ნაწილში მკვლელობის მცდელობა დაუტოვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ ერთი ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. როგორც ინგა შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი შეხება არ ჰქონია დადუნაშვილის იმ ჭრილობებთან, რომელიც მოზარდისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

მისი თქმით, მოსამართლემ დადუნაშვილის ეპიზოდში მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად გაამტყუნა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში სარალიძის ნაწილი სრულად მოხსნა, დადუნაშვილის ნაწილში კი სრულად გაამტყუნა. მეორე ბრალდებულს კი სარალიძის ნაწილში მკვლელობის მცდელობა დაუტოვა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გავსაჩივროთ ეს განაჩენი სააპლეციო წესით, ვინაიდან ლევან დადუნაშვილის გულ-მკრედი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ არ არის დაზიანებული“,- განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო