სერგეი ლავროვი კიმ ჩენ ინს შეხვდა

ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აზუსტებს თუ რა საკითხები განიხილეს მხარეებმა შეხვედრის დროს. აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია ჩრდილოეთ კორეაში 2009 წლიდან.

სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა. მან მოლაპარაკებები გამართა თავის კოლეგასთან, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლი იონ ხოსთან.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და სამხრეთ კორეასთან ერთად სამხრივი პროექტების განხორციელება განიხილეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა