ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე - სასამართლოს განაჩენი დადასტურებაა იმის, რომ საქმე არასწორად არის გამოძიებული

სასამართლოს განაჩენი არა თუ პირდაპირ სიგნალი არამედ დადასტურებაა იმისა, რომ საქმე არასწორადაა გამოძიებული, – ამის შესახებ "ინტრეპრესნიუსს" ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ–ერთის მკვლელობის საქმეზე ერთ–ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, იმ გარემოებებზე, რომ მკვლელობაში მონაწილე პირები გარეთ არიან, როგორც დაცვის მხარე, ასევე დაზარალებულიც პროცესების განმავლობაში ღიად საუბრობდა.

„როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან განზრახ მკვლელობას და სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ეს არ ჩაუდენია, მეორე ბრალდებულს კი საერთოდ არ დაუდასტურდა ამ ეპიზოდში დანაშაულის ჩადენა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში კი დაადგინა მხოლოდ მცდელობა, ისმის მარტივი კითხვა – მაშინ ვინ მოკლა დავით სარალიძე?! ამ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი ბრალდების მხარემ მთელი პროცესების განმავლობაში. ძალიან სამწუხაროა, რომ შვილმკვდარმა მამამ და ოჯახმა პასუხი ამაზე ვერ მიიღო. საგამოძიებო ორგანოს რომ სწორად გამოეძიებინა საქმე და დანაშაულში მონაწილე პირები გამოევლინა, დღეს პროკურატურა ასეთ ცუდ მდგომარეობაში არ იქნებოდა. დღეს პროკურატურა არის ჩიხში, რომლიდანაც გამოსვლა ძალიან ძნელია“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

რაც შეეხება მის მიერ დანიშნულ ექსპერტიზას, რომელსაც უცხოელი ექსპერტები ატარებენ, ადვოკატის თქმით, ეს დასკვნა კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ბევრი სხვადასხვა დანა და ბევრი ადამიანი მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში.

„ამ დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ბრალდების მხარის პოზიცია და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ბრალის დადგენილებაშია მითითებული, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია თუ როდის იქნება ეს დასკვნა მზად“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა