ზაზა სარალიძე - მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, მმართველ გუნდს, ასევე ყველა კომპეტენტურ პიროვნებას - დამიდექით გვერდით

სად არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რატომ არ მიდგებიან გვერდით? – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ მთავარ პროკურატურასთან განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა დაისაჯოს ყველა მკვლელი, ასევე ის პირები, ვინც მკვლელებს აფარებს ხელს.

„სად არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რატომ არ მიდგანან გვერდით. ეკა ბესელია პირდაპირ ეთერში რომ „მეხიშიპებოდა“, რატომ არ დგას ჩემს გვერდით? მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, მმართველ გუნდს, ასევე ყველა კომპეტენტურ პიროვნებას, არ აქვს მნიშვნელობა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი იქნება თუ პროკურატურიდან, დამიდექით გვერდით. სისტემამ ჩემი მოკლული შვილის სული შეურაცხყო. მე ვითხოვ ყველა მკვლელის დასჯას, ასევე დაუყოვნებლივ ვითხოვ პასუხისგებაში მიეცეს შოთაძე საქმის გაყალბებისთვის“, – განაცხადა სარალიძემ.

დღეს სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო