საქართველოს პროფკავშირებმა, გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით საკონსტიტუციო დავა წამოიწყო

პროფკავშირების გაერთიანებამ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო დავა პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით დაიწყო. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაფიცვის უფლების შეზღუდვაზე პროფკავშირების გაერთიანება საჩივრებს სისტემატურად აგზავნის შრომის საერთაშორისო ორგანიაციაში, რომელიც აღნიშნულ საჩივრებს ყოველწლიურ ანგარიშებში ასახავს.

„საქართველოში გაფიცვის უფლების შეზღუდვის ხშირი გამოვლინებების გათვალისწინებით, რაც ცხადად დაგვანახა მეტროპოლიტენში მიმდინარე პროცესებმა და იქ დასაქმებულებისთვის პროტესტის ამ ზომის შეზღუდვის მაგალითმა, საქართველოს პროფკავშირებმა, გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით, საკონსტიტუციო დავა წამოიწყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება გაფიცვის უფლების შეზღუდვაზე სისტემატურად აგზავნის საჩივრებს შრომის საერთაშორისო ორგანიაციაში, რომელსაც შსო სრულად იზიარებს და ასახავს მის ყოველწლიურ ანგარიშებში, მათ შორის ბოლო 2018 წლის დოკუმენტში. თუმცა ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო ყურად არ იღებს არც საქართველოს პროფკავშირების და არც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციას. პრობლემის გადასაწვეტად ამ მექანიზმის გამოყენება სწორედ ამის გამო გადაწყდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის (უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი) მეორე ნაწილისა და საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების №01-43/ნ ,,ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის“ დანართი 1-ის რიგი პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა, რომლითაც შრომის საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ იზღუდება დასაქმებულთა დიდი ნაწილის გაფიცვის უფლება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

„მიგვაჩნია, რომ ამგვარი რეგულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობას, 26-ე მუხლით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას და ამავე კონსტიტუციის 33-ე მუხლით დადგენილ გაფიცვის უფლებას“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს