„ალდაგი“ HR ბიზნეს სამიტზე ონლაინ დასაქმების პლატფორმის onjob.ge-ს ორწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციას გამართავს

„ალდაგი“ HR ბიზნეს სამიტზე კომპანიის ონლაინ დასაქმების პლატფორმის onjob.ge-ს ორწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, ტექნოპარკში, წლის მთავარი HR მოვლენა - HR ბიზნეს სამიტი ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერია სადაზღვევო კომპანია ალდაგი.

ღონისძიებაზე „ალდაგის“ HR განყოფილების ხელმძღვანელი ანა სიჭინავა საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. გამოცდილების გაზიარების მიზნით, სიჭინავა HR სფეროს წარმომადგენლებს, ამ მიმართულებით, „ალდაგის“ მუშაობის პრინციპებსა და მიმდინარე პროექტებს დეტალურად გააცნობს.

„ძალიან მიხარია, რომ მომეცემა შესაძლებლობა ჩემს კოლეგებს და ასევე სხვა დაინტერესებულ ადამიანებს გავუზიარო ერთ-ერთი ღირებული პროგრამის დანერგვის გამოცდილება. ჩვენ დავაკვირდით, რომ კომპანიის შიგნით დაგროვდა ძალიან დიდი ცოდნა, რომელიც სპეციფიკურია და კონკრეტულ გამოცდილებებს და პრაქტიკებს ეყრდნობა. ეს უნიკალური ცოდნა, როგორც კაპიტალი, კომპანიის მნიშვნელოვანი საკუთრებაა, რომელიც სათანადო გამოყენებას საჭიროებს. ბუნებრივია, თანამშრომლები ამ ცოდნის დახმარებით პირველ რიგში საკუთარ საქმეს ასრულებენ, მაგრამ ეს ამ კაპიტალის მხოლოდ ნაწილის გამოყენებაა. ამიტომ შევქმენით შიდა ბიზნეს ტრენერების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები ასწავლიან ერთმანეთს და სწავლობენ ერთმანეთისგან. კერძოდ, სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები, რომლებიც არიან თავისი სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები, ჩავრთეთ თანამშრომელთა სწავლების პროცესში. ეს პროგრამა იმითაც არის გამორჩეული, რომ ხელს უწყობს შიდა კომუნიკაციის გაძლიერებას, თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდას, გუნდური მუშაობისა და სოციალური კაპიტალის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა ანა სიჭინავამ.

ცნობისთვის, კომპანია „ალდაგში“ აცხადებენ, რომ დასაქმების სფეროში თანამედროვე ტენდენციების დანერგვა განვითარება „ალდაგის“ პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანიის გუნდი საუკეთესო კადრების მოზიდვაზე და მათ პროფესიულ ზრდაზე მუდმივად აქტიურად ზრუნავს.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით