პროკურატურის წარმომადგენელმა ზაზა სარალიძეს ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

მთავარ პროკურატურასთან აქციაზე პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი გავიდა და ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა შესთავაზა.

ზაზა სარალიძემ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნაა შოთაძის გადადგომა და პასუხისგებაში მიცემა.

„რომელ ნაძირალა პროკურორს ველაპარაკო, რომელმაც ჩემი შვილის მკვლელები დამალა?“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ნათია სუხიაშვილის განცხადებით, შეთავაზება ძალაში რჩება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა