„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, მინი წყალბურთში ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, 3 ივნისს, კაჭრეთში, კომპლექს „ამბასადორის“ ოლიმპიურ საცურაო აუზზე, მინი წყალბურთში ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება. ამის შესახებ დღეს „ვითიბი ბანკში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

„ვითიბი ბანკის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის შოთა მაჭავარიანის განცხადებით, წელს მათი ბანკი „ზუკას თასის“ ტურნირის მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია.

„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული სპორტის განვითარებას და ამ საქმეში ჩვენ წლებია წვლილი შეგვაქვს. ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს 3 ივნისს წარმატებას ვუსურვებთ“, – განაცხადა შოთა მაჭავარიანმა.

წელს „ზუკას თასი“ მეთორმეტედ ტარდება. მასში საქართველოს წყალბურთის ჩემპიონატში მონაწილე ძლიერი გუნდების გარდა, მოყვარულთა და ზურაბ სახელაშვილის მეგობრების გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„ზუკა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, ჩვენი ნაკრების მეკარე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე, როდესაც ყველა ერთად ვიკრიბებით და ზუკას ვიხსენებთ“, – განაცხადა ზურაბ სახელაშვილის მეგობარმა, საქართველოს წყალბურთის გუნდის ეროვნული ნაკრების წევრმა, კოტე გეგელაშვილმა.

წლევანდელი ტურნირი გამორჩეულია იმითაც, რომ რეგიონში ჩატარდება.

„აქამდე ტურნირი საერთაშორისო იყო და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ გუნდები, მათ შორის ზუკას მეგობრები. წელს გავედით რეგიონში, რაც კარგია რეგიონის განვითარებისა და იქ წყალბურთის პოპულარიზაციისთვის. „ზუკას თასი“ განსაკუთრებულია, სადაც მონაწილეობენ, როგორც დამწყები წყალბურთელები, ასევე ვეტერანი სპორტსმენები“, – განაცხადა ტურნირის ორგანიზატორმა თაკო მეტრეველმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს