ლევან დავითაშვილი აშშ-ს სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიულ გეგმასაც და ხაზი გაესვა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზნესსექტორის ჩართულობის მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, აღნიშნული შეხვედრა საჯარო და კერძო თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

„აღსანიშნავია, რომ კერძო კომპანიებს აქვს დიდი რესურსი, მთავრობას დაუჭირონ მხარი. ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი საჯარო და კერძო თანამშრომლობის, მათ შორის, ცნობადობის ამაღლების კუთხით, როგორც გარემოსდაცვითი, ისე სოფლის მეურნეობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე პროცესები, ასევე განვითარების მიზნები. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან იმ გეგმებზეც იმსჯელეს, რომელიც სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესების კუთხით აქვს.

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქოუგილმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, თუ რა კუთხით სჭირდება სამინისტროს მხარდაჭერა და როგორ შეგვიძლია ჩვენ, კერძო სექტორს თანამშრომლობა მთავრობასთან. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ვითარდება, თუმცა განვითარების კუთხით საჭიროა ორივე მხრიდან კიდევ უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა მაიკლ ქოუგილმა.

გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის წევრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო