ეროვნული ბანკი ღია ბაზრის ინსტრუმენტით ფასიან ქაღალდებს შეიძენს

ეროვნული ბანკი ღია ბაზრის ინსტრუმენტით ფასიან ქაღალდებს შეიძენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სებ-იდან აცნობეს, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად მუშაობს მონეტარული ინსტრუმენტებისა და ლიკვიდობის მართვის ჩარჩოს დახვეწასა და განვითარებაზე.

„ღია ბაზრის ოპერაციებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის ერთ ერთი ძირითადი ინსტრუმენტია და ის ლიკვიდობის მართვის ამოცანას ემსახურება. ეროვნული ბანკი გასულ წლებში, სისტემაში ჭარბი ლიკვიდობის არსებობის დროს, პერიოდულად ყიდდა მის პორტფელში არსებულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს. ამჟამად ეროვნული ბანკი ლიკვიდობის მიმწოდებლის როლში გამოდის.

შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფასიანი ქაღალდების შესყიდვის დაწყების შესახებ. პირველ აუქციონზე, ინსტრუმენტის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მეორად ბაზარზე 10 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი შეიძინა. მომავალში ოპერაციები საჭიროების შესაბამისად განხორციელდება.

აღნიშნული ინსტრუმენტის მიზანი ლარის ლიკვიდობის ეფექტიანად მართვაა. იგი ასევე ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა