ტექნოპარკში, HR Hub-ის ორგანიზებით, HR ბიზნეს სამიტი გაიმართა

ტექნოპარკში, HR hub-ის ორგანიზებით, HR ბიზნეს სამიტი გაიმართა, სადაც HR მენეჯერები, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები და სფეროსთან დაკაკავშირებული კომპანიები ერთ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს. ღონისძიების ფარგლებში ორი პანელ-დისკუსია და გამოფენა გაიმართა, სადაც კომპანიებმა ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო კორპორატიული სერვისები წარადგინეს. გარდა ამისა, თოთხმეტმა სპიკერმა ადამიანის რესურსების სფეროში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

„ღონისძიების მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ HR მენეჯერები და მათი როლი ორგანიზაციებში. დღევანდელი შეხვედრის ფორმატი მრავალფეროვანია, გვყავს სპიკერები, რომლებმაც საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ერთი პანელ-დისკუსია პროფესიულ განათლებას დაეთმო. გვსურს, ხაზი გავუსვათ იმას, რომ HR მენეჯერები სტრატეგიული ბიზნეს-პარტნიორები არიან, რომლებიც ორგანიზაციაში მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტენ“, - განაცხადა HR Hub-ის დამფუძნებელმა, ანა ნავდარაშვილმა.

HR ბიზნეს სამიტში მონაწილეობა მიიღო „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო ფეიქრიშვილმა. მან სიტყვით გამოსვლისას პერსონალის განვითარების იმ ინოვაციურ სისტემაზე ისაუბრა, რომელიც კომპანიაში ახლახან დაინერგა. მისი თქმით, „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ დანერგილმა ახალმა სისტემამ მის კოლეგებში ინტერესი უკვე გამოიწვია და დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.

„ვეცადე, რომ ჩემი გამოსვლა ყოფილიყო საინტერესო იმ კუთხით, რომ „პალიტრა მედია ჰოლდინგში" დაინერგა პერსონალის განვითარების ახალი სისტემა. პრაქტიკაში ასეთი რამ ჯერ არც გვინახავს. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან განსხვავებული მიდგომა HR მიმართულებით. შესაბამისად, ვიფიქრე, რომ ჩემი კოლეგებისთვის საინტერესო იქნებოდა გამეზიარებინა ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ უკვე დავნერგეთ.

კოლეგების მხრიდან უკვე კითხვებიც წამოვიდა და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მივაწვდი ინფორმაციას და ამით მათაც დავეხმარები ანალოგიური პროექტების განხორციელებაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ დანერგილი სისტემა ახალ სიტყვას იტყვის პერსონალის განვითარების მიმართულებით,“ - განაცხადა ნინო ფეიქრიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა