სალომე სამადაშვილი - ქვეყანაში, სადაც შვილმოკლულ მამას უწევს ქუდზე კაცის დაძახება ქუჩაში, მთავრობა უნდა გადადგეს

ქვეყანაში, სადაც შვილმოკლულ მამას უწევს ქუდზე კაცის დაძახება ქუჩაში იმისთვის, რომ დაიცვას თავისი უფლებები, მთავრობა უნდა გადადგეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ.

„ქუჩაში ახლაც დგას ათასობით ადამიანი, ვინც გამწარებულ შვილმკვდარ მამას დაუდგა გვერდში. ქვეყანაში, სადაც შვილმოკლულ მამას უწევს ქუდზე კაცის დაძახება ქუჩაში იმისთვის, რომ დაიცვას თავისი უფლებები, მთავრობა უნდა გადადგეს. ეს არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, დეპუტატს მიკროფონი გაუთიშეს, ვინაიდან სალომე სამადაშვილმა კენჭისყრის წინ პროცედურაზე დასამელი კითხვებისთვის გათვალისწინებული დრო პოლიტიკური განცხადებისთვის გამოიყენა.

„ეს არ ეხება პროცედურას და თან გირგვლიანის მკვლელები საუბრობენ ამაზე, ამიტომ შევუწყვიტოთ სიტყვა ქალბატონ სალომეს. თქვენ მოკალით არა მარტო სანდრო გირგვლიანი, არამედ ქალბატონი ირინა ენუქიძეც“, - მიმართა კობახიძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა