წერეთლის გამზირზე მკვლელობა მოხდა, დაჭრილია ქალი

წერეთლის გამზირზე ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. შემთხვევის შედეგად მოკლულია მამაკაცი, ხოლო დაჭრილია ქალბატონი.

როგორც “ინტერპრესნიუსს” დაჭრილი ქალბატონის მეზობელმა განუცხადა, მკვლელობა დაჭრილი ქალბატონის ბინაში მოხდა, სადაც ის ქირით ცხოვრობდა. მისივე ინფორმაციით, ქალბატონი სახლში მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა მისი ყოფილი მეუღლე. მეუღლემ მას კარების გაღება მოსთხოვა, თუმცა ქალბატონმა ყოფილ მეუღლეს კარი არ გაუღო, რა დროსაც მან ადგილზე გამოიძიხა ბინის მეპატრონე. ასევე ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. მეზობლის თქმით, შემთხვევა პატრულის თანდასწრებით მოხდა.

„ქალბატონი ჩემი მეზობელია. მე არაფერს შევსწრებივარ. თუმცა, როგორც გავიგე შემთხვევა პატრულის თანდასწრებით მოხდა. ეს ქალბატონი ყოფილ ქმარს კარებს არ უღებდა, რა დროსაც კაცმა ბინის მეპატრონეს დაურეკა. ასევე გამოძახებული იყო პატრული. ყოფილი ქმარი მათთან ერთად შევიდა სახლში. ამ დროს კი ქალბატონი მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. ყოფილმა ქმარმა ქალბატონის მეგობარ მამაკაცს უთხრა, რომ მასთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, უბრალოდ ბავშვის მამა ვარ და ბავშვის სანახავად მოვედიო. როგორც ვიცი, ამ დროს მოხდა ყველაფერი. დაჭრილია ქალბატონი და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო გასროლის შედეგად მისი ყოფილი ქმარი გარდაიცვალა. ქალის მეგობარი მამაკაცი კი, როგორც გავიგე, არის უბნის ინსპექტორი“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მეზობელმა.

წერეთლის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძოებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11-პრიმა-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამასთან  შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა, 111 19-109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ერთი პირი ცხელ დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა