ბათუმში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

"ნუ მომკლავ", აღსრულდეს "სამართალი",- ამ ლოზუნგებით ბათუმში ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც შეკრებილები აცხადებენ, შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე მარტო არ არის და მას საზოგადოება იცავს. აქციის მონაწილეები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს ეფექტურ გამოძიებას და მკვლელობაში მონაწილე პირების დროულ დასჯას ითხოვენ.

"როცა შვილმკვდარი მამა სისტემის წინაშე მარტო რჩება, ჩვენ უნდა ვუთხრათ რომ ის არ არის მარტო! აქ შევიკრობეთ იმიტომ, რომ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და ასეთი სისტემა უნდა დაინგრეს,- განაცხადა აქციის მონაწილემ ნათია ზოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა