მოქალაქეებს, რომელთაც რელიგიური თუ სხვა მოტივებით სამხედრო სავალებულო სამსახურის გავლა არ სურთ, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ალტერნატიული სამსახურის გავლას სთავაზობენ

მოქალაქეებს, რომელთაც რელიგიური თუ სხვა მოტივებით სამხედრო სავალებულო სამსახურის გავლა არ სურთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ალტერნატიული სამსახურის გავლას ვთავაზობთ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ხუციშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც აღნიშნული სამსახურის რეფორმირებას ითვალისწინებს.

“ჩვენ მათ ვთავაზობთ ალტერნატივას, სურვილის შემთხვევაში სამსახური სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში მოიხადონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ გამოიმუშაონ უნარები, გარკვეული კვალიფიკაცია, იმსახურონ თავიანთ სახლებთან ახლოს და ასე მოიხადონ სამსახური. კანონში არის დათქმა, რომ ასეთი მოსამსახურეები მაღალი რისკის ზონებში არ დაიშვებიან“, - განაცხადა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა