ზვიად კუპრავა - დაიწყება სისტემის მიერ დაზარალებული პირების სიის შედგენა მთელი საქართველოს მასშტაბით

დაიწყება სისტემის მიერ დაზარალებული პირების სიის შეგენა მთელი საქართველოს მასშტაბით, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ სიას მოგვიანებით ახალ პროკურორს გადასცემენ და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.

"ზაზა ყოველი ჩვენგანისთვის იბრძვის. სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ, რომ ვადგენთ სიას, ვინც ამ სისტემის მსხვერპლია. ყველა ადამიანი საქართველოს მასშტაბით, ვისი ღირსებაც შელახა სისტემამ, როდესაც პარლამენტი ჩვენსავე წარდგენილ პროკურორს დანიშნავს, მოვთხოვთ სამართლიანობის აღდგენას. თუ ახალი პროკურორი ამ პირთა მიმართ არ აღადგენს სამართლიანობას, გაიზიარებს შოთაძის პასუხისმგებლობას. ამასთან, დაუყოვნებლივ ვითხოვთ შოთაძის დასჯას", - აღნიშნა ზვიად კუპრავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა