გიორგი კვირიკაშვილი - ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი

„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი“, - ამის შესახებ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მისულმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ აცადეს.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება ჰპოვოს. ამიტომ გთავაზობთ, რომ ხვალ დილიდან საქმის გამოძიება დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა პრემიერმა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბოთლები ესროლეს. აქციაზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. არის ჭყლეტვა. პრემიერმა ტერიტორია უკვე დატოვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს