კახა კალაძე - მე საკუთარ ოჯახზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის წინაშე პასუხს აგებს

ისე უნდა წარიმართოს პროცესი, რომ საზოგადოებაში არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს და მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მისივე თქმით, საპარლამენტო კომისიის შექმნით პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ზაზა სარალიძის ოჯახს. ეს ძალიან დიდი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის. ვფიქრობ, კითხვებს, რომლებიც აქვთ გარდაცვლილთა ოჯახებს და არსებობს საზოგადოებაში, აუცილებლად უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება. ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება და აგებს პასუხს კანონის წინაშე.

სწორი მიდგომაა ის, რა გადაწყვეტილებაც დღეს პარლამენტმა მიიღო. შეიქმნა საპარლამენტო კომისია და მგონია, რომ ესეც წაადგება ამ საქმის გამოძიებას, წაადგება ამ კონკრეტულ საქმეს, გავიგოთ რეალობა, გავიგოთ სიმართლე. თუ იყო ხარვეზები გამოძიებაში, ეს აუცილებლად უნდა დადგინდეს; თუ იყო ხარვეზები თვითონ სასამართლოში და გადაწყვეტილების მიღებაში, ესეც უნდა იყოს ცხადი და უნდა გაიგოს საზოგადოებამ რეალობა. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო კომისიის მუშაობით და ასევე, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, ყველაფერი იქნება ცხადი.

ჩემთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. ისე უნდა წარიმართოს პროცესი, რომ საზოგადოებაში არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს და მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე. ამ მომენტისთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, როგორც ოჯახისთვის, ასევე ჩემთვის. მე კარგად მესმის თუ რამდენად მწარეა, რამდენად რთულია, როდესაც თავს დაგატყდება ასეთი ტრაგედია, მე საკუთარ ოჯახზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რაც მოხდა, ვგულისხმობ დაპირისპირებას, რომელიც დასრულდა მკვლელობით. ძალიან მძიმე ფაქტია ეს ყველაფერი”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა