შსს-ში მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიაც იმყოფებოდა

შსს-ში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიაც იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, კალანდიას გამოკითხვა მირზა სუბელიანის გამოკითხვის პარალელურად მიმდინარეობდა. მას კითხვები სავარაუდოდ საქმეში ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსვეს. კალანდიამ შსს-ს შენობა დაახლობით 02:00 საათზე, უკომენტაროდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია ერთ-ერთია კონფლიქტში მონაწილე პირებიდან, რომელზეც მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის დაჭრაში ისიც მონაწილეობდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს