მაისში თევზჭერის წესების დარღვევის 25 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის 1-ელი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ამავე პერიოდში, გამოვლენილია ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 9 ფაქტი. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაილუქა უკანონო თევზჭერის იარაღები, ელექტროშოკური აპარატები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

მათივე ინფორმაციით, 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს ითვალისწინებს, ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა