ზაზა სარალიძე - მივმართავ სრულიად საქართველოს, დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ, არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება, თუმცა მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული, ნივთმტკიცებები კი, განადგურებული.

„მივმართავ სრულიად საქართველოს, განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა. დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ, არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტეს. მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება.

მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული, ნივთმტკიცებები განადგურებულია. თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს რომელ გამოძიებაზეა საუბარი. ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი, რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს. გამოდის, რომ სისტემას მთავრობა მფარველობს. ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი. მადლობა პრეზიდენტს, მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას. მმართველი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს არ ქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა როგორც ადამიანი. როგორ ვენდო მათ რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი“, - წერს ზაზა სარალიძე ფეისბუქში გავრცელებულ მიმართავაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გუშინ დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას დღეს განსაზღვრავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს