ნინო ლომჯარია - ბავშვები სკოლაში მთავარ პრობლემად ბულინგს ასახელებენ

ძალიან ხშირად, სუიციდისკენ მიდრეკილნი არიან ის ბავშვები, რომლებიც ექვემდებარებიან ჩაგვრას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას სკოლაში და იმ გარემოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ლომჯარია აცხადებს, რომ სერვისები და რეაგირების მექანიზმები სახელმწიფოს არ გააჩნია.

„ძალიან ხშირად, სუიციდისკენ მიდრეკილნი არიან ის ბავშვები, რომლებიც ექვემდებარებიან ჩაგვრას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას სკოლაში და იმ გარემოს, სადაც ისინი ცხოვრობენ. სამწუხაროდ, სერვისები და რეაგირების მექანიზემები იმისთვის, რომ იდენტიფიკაცია გავუკეთოთ ასეთ პრობლემებს და დავეხმაროთ ბავშვებს, არ გვაქვს სათანადოდ განვითარებული ქვეყანაში. ბულინგი არ იყო აქტუალური პრობლემა წლების წინ, ამას საზოგადოება არასერიოზულადაც კი აღიქვამდა, მაგრამ დღეს ეს არის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ ბავშვებს, საზოგადოებასაც აწუხებს. ჩვენ სოციალურ სივრცეშიც დავინახეთ, რომ ერთ-ერთი ვიდეო ვრცელდებოდა, რომელიც ბავშვზე ძალადობას ასახავდა. ვიხილეთ საგანგაშო შემთხვევები და ამ ყველაფერმა საზოგადოება დააფიქრა, რომ ეს არის მწვავე პრობლემა. თუკი ბავშვებსაც შევხვდებით და დაველაპარაკებით, ვნახავთ რომ ყველაზე მწვავე პრობლემად, რაც მათ სკოლაში აწუხებთ, ბულინგს ასახელებენ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის ბავშვის უფლებათა თავის პრეზენტაცია გამართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა