გამრეკელის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩა N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის სკვერი მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და ბავშვებისთვის საქანელები დამონტაჟდა. ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი კომფორტული და ლამაზი დასასვენებელი ადგილი მოეწყო. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ჩატარებული სამუშაოებით, მათ უკვე კეთილმოწყობილ სკვერში დასვენების საშუალება აქვთ”, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 66 365 ლარი გამოიყო. პროექტი გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის+“-მა განახორციელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო