ანა ნაცვლიშვილი - სრულიად ლეგიტიმურია საზოგადოების მოთხოვნა სისტემური ცვლილებების შესახებ

სრულიად ლეგიტიმურია საზოგადოების მოთხოვნა სისტემური ცვლილებების შესახებ, - ამის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში ზაზა სარალიძეს შეხვდა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, დაზარალებული თვეების განმავლობაში ითხოვდა საქმის სამართლიან გამოძიებას და მან სამართლიანი გამოძიება ვერ მიიღო.

“თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება სამართალს და სახელმწიფო მათი უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამან გამოიყვანა ხალხი ქუჩაში. ძალიან რთულია შვილმოკლული მშობლის ყურება და ამ ვითარების ატანა”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა