გიორგი მარგველაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სატელეფონო საუბრისას, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, გიორგი მარგველაშვილს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს პრეზიდენტი 12 ივნისს, ესქიშექირში, ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის -TANAP-ის პროექტის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტებმა ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის -TANAP-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც გიორგი მარგველაშილმა აღნიშნა, სწორედ TANAP-ის საშუალებით, ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია და საქართველოს მონაწილეობა ასეთი ტიპის პროექტში, თავისთავად, მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა