“ევროპული საქართველო გიგა ოთხოზორიას მამის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

“ევროპული საქართველო გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ როგორც უშუალოდ ოთხოზორიას მკვლელი, ასევე ყველა ის ადამიანი, რომელიც დღემდე ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას, მკაცრად დაისაჯოს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების გამო. ვიზიარებთ მისი ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. რუსულმა ოკუპაციამ ზურა ოთხოზორიას შვილი მოუკლა, მკვლელი კი ჯერ კიდევ არ დასჯილა. თითოეული ჩვენგანისა და საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ როგორც უშუალოდ მკვლელი, ასევე ყველა ის ადამიანი, რომელიც დღემდე ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას, მკაცრად დაისაჯოს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო