ბარბარე რაფალიანცის დედა - ჩვენ ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა, მალხაზს და ზაზას სოლიდარობას ვუცხადებ, როგორც მათი შვილები, ჩემი შვილიც მოკლეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბარბარე რაფალიანცის დედა მივიდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. თათია მექერიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე საგამოძიებო უწყებამ თაროზე შემოდო.

„დღეს ჩვენ ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა. მალხაზს და ზაზას სოლიდარობას ვუცხადებ. როგორც მათი შვილები, ჩემი შვილიც მოკლეს 2012 წლის 30 სექტემბერს. მე- 6 წელია ვეძებ სამართალს, მაგრამ სამართალს ვერ ვიპოვით ამ უსამართლო ქვეყანაში. დღემდე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ, შემოდეს ჩვენი საქმეები თაროზე და აღარ აინტერესებთ. ამიტომ მოდით, ჩვენ დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდზე და გამოვიძიოთ ეს საქმეები. მე მყავს კიდევ შვილები და ამიტომ არ მინდა ამ უსამართლო ქვეყანაში იზრდებოდნენ და მეშინოდეს, დილით რომ გავლენ ჩემი შვილები, დაბრუნდებიან თუ არა უკან“, - განაცხადა თათია მექერიშვილმა.

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტები ლოზუნგით - „სისტემა ისევ კლავს“, სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძის ოჯახის მიმართ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა