აკაკი ზოიძე გერმანიის ბუნდესტაგისა და გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გლობალური ფონდის წარმომადგენლებსა და გერმანიის პარლამენტის წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა იმ დახმარებაზე ისაუბრეს, რომელსაც გერმანიის მთავრობა საქართველოს, როგორც ბილატერალური კონტაქტებით, ასევე გლობალური ფონდის მეშვეობით უწევს.

შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალ ფონდის“ პროგრამებზე ისაუბრეს, რომელიც აივ ინფექციის, ტუბერკულოზის და მალარიის აღმოფხვრას ემსახურება. ასევე, ყურადღება გამახვილდა „გლობალ ფონდის“ სამომავლო მხარდაჭერის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

„გლობალური ფონდი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს აივ შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის აღმოფხვრაში. ჩვენ ვისაუბრეთ, გლობალ ფონდის პროგრამებზე და იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია მომავალშიც, მანამ, სანამ გლობალ ფონდი საქართველოში, თავის პროგრამებს დაასრულებს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გარდამავალი პერიოდის გეგმაზე და თანამშრომლობის პოტენციურ მიმართულებებზე, როგორიცაა: სამეცნიერო კვლევითი, ჯანდაცვის სისტემის და კლინიკური მედიცინის მიმართულებები ასევე, ელექტრონული რეცეპტურის განვითარების სისტემა. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ელექტრონული რეცეპტურის სისტემის განვითარების კუთხით, შესაძლოა გერმანიამ საქართველოს გამოცდილება შეისწავლოს. მისივე თქმით, შეხვედრისას, ჯანდაცვის რეფორმებში გამოცდილების ურთიერთგაზიარების სისტემის ჩამოყალიბებაზეც შეთანხმდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო