დავით მათიკაშვილი - ზაზა სარალიძე აუცილებლად იპოვის სამართალს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები და პარლამენტის საგამოძიებო კომისია მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძე აუცილებლად იპოვის სამართალს და ამისთვის უმრავლესობა და პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს.

“ეს არის დემოკრატიის განვითარების კიდევ ერთი ეტაპი, კიდევ ერთი საფეხური, როცა ჩვენ ზუსტად უნდა გავცეთ პასუხი ყველა გამოწვევას, რომელიც ამ საქმეში არსებობს. იმის გამო, რომ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვის ნიშნები გამოძიების ეტაპზე და შემდეგ უკვე სასამართლოს განაჩენით, პარლამენტმა საკითხის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იგრძნო და საკუთარ თავზე აიღო ფუნქცია, რომ კითხვებს, რაც საზოგადოებას აწუხებს, პასუხი გასცეს. პროკურატურას ერთი პოზიცია ჰქონდა, სასამართლომ მეორე პოზიცია დაიჭირა და ცხადია, რომ ამ პროცესში გარკვეული სახის პრობლემატიკასთან გვაქვს საქმე. არ შეიძლება ადამიანს 12-ჭრილობა ჰქონდეს მიყენებული და ამ დროს სასამართლოს მიერ პირი მკვლელობის მცდელობისთვის იყოს მსჯავრდებული. არსებობს კითხვის ნიშნები და როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლოს განაჩენის ფარგლებს გარეთ საპარლამენტო კომისია გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ჩვენ გვაქვს სრული უფლება თანამდებობის პირების დაბარების, მათთვის კითხების დასმის, უცხოელი ექსპერტებისგან შესაბამისი რეკომენდაციების მიღების. ამის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს და ამ სინთეზში, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტი, რომელიც უმცირესობამ წარადგინა, 84-ხმით, ერთხმად მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა