პარლამენტმა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ქუთაისის პარლამენტის სასახლეში უმასპინძლა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ და ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სულხან მახათაძემ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ 120 ბავშვს და მათ პედაგოგებს უმასპინძლეს.

სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვები ჩვენი ქვეყნის უპირველესი საზრუნავია.

„ჩვენი მომავალი თქვენ ხართ, ბავშვებო. იკითხეთ წიგნები, მიიღეთ კარგი განათლება. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი თქვენგანი ამ პარლამენტში ჩვენს ადგილს დაიკავებს და აქედან გააგრძელებს სამშობლოზე ზრუნვას“, - მიმართა ბავშვებს სოფო კილაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ბავშვთა კოდექსის მნიშვნელობაზე, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მუშაობს.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა იმის საჭიროება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის უფლების დაცვა. მინდა თქვენს მეგობრად და გულშემატკივრად მიგულოთ. მე ჩემს კოლეგებთან ერთად, მზად ვარ, ნებისმიერ დროს ნებისმიერი თქვენგანის მხარდამჭერი და ქომაგი ვიყო“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ბავშვებს სიტყვით მიმართა ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სულხან მახათაძემ. მან ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა სტუმრებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან თითოეული ბავშვის უფლება სათანადოდ იყოს დაცული.

იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოსულ ბავშვებს პარლამენტმა სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები შესთავაზა.

პატარებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები. დღესვე ისინი დაესწრნენ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლს „იქ, სადაც ჩემი სახლია“.

სტუმრებს, ასევე, უმასპინძლა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა. ვიზიტი „მაკდონალდსში“ სტუმრობით დასრულდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს