იურიდიული დახმარების სამსახურმა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

იურიდიული დახმარების სამსახურის თორმეტივე ბიურომ საკონსულტაციო ცენტრებთან ერთად მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის შესახებ საინფორმაციო კამპანია გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“იურიდიული დახმარების სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სამსახურმა სამართლებრივი დახმარება გაუწია დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობას.

იურისტებმა მოსახლეობას განუმარტეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწის მესაკუთრეები 2018 წლის 1 ივლისამდე და რა შეიცვლება 1 ივლისის შემდეგ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური უკვე მრავალი წელია წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ერთ–ერთ პასუხისმგებელ უწყებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით.

„ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, არის უფასო იურიდიული კონსულტაციის შეთავაზება მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ.

2016 წლისთვის საქართველოში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო რეგისტრირებული. ამიტომაც შემუშავდა სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის უმთავრესი მიზანია სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისება. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა და არის უფასო. შემუშავდა საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, სახელმწიფო ეხმარება მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიებაში, მიწის მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში და სხვა. კანონის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელია იმ სხვა სირთულეების აღმოფხვრაც, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. ვინაიდან სახელმწიფო პროექტის ფარგლებში „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი მოქმედებს 2018 წლის 1 ივლისამდე, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის, შესაბამისად, მხოლოდ ამ დრომდე არის შესაძლებელი, რომ მოსახლეობამ ისარგებლოს ზემოთ მითითებული კანონით გათვალისწინებული შეღავათებით“, - აცხადებენ იურიდიული დახმარების სამსახურში.

აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან დღემდე, იურიდიული დახმარების სამსახურმა სამართლებრივი დახმარება გაუწია რამდენიმე ათას ადამიანს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, იურიდიული დახმარების თორმეტივე ბიურო და შვიდივე საკონსულტაციო ცენტრი კვლავ მზად არის მოსახლეობას სათანადო დახმარება გაუწიოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს