ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბავშვებს სიურპრიზი გაუკეთა

ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახის პატარებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ, შვილთან ერთად მიულოცა.

სოციალურ სააგენტოში ქუთაისის მასშტაბით ყველაზე დაბალი ქულის მქონე სამი ოჯახი ფიქსირდება, სადაც 10 მოზარდი ცხოვრობს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კი მათ ნიკოლოზ ლატარიამ სიურპრიზი გაუკეთა და ბავშვები გასართობ ცენტრში მიიწვია. დღესვე პატარებმა კინო „ქუთაისში“ ანიმაციური ფილმი ნახეს და დღის ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარისგან საჩუქრები მიიღეს. პატარებს სათამაშოები, თინეიჯერებს კი აიფონ 4S მობილური ტელეფონები გადაეცათ.

„სურვილი მქონდა ამ ბავშვებისთვის ერთი ლამაზი დღე მეჩუქებინა. 1-ელი ივნისი მართლაც, რომ განსაკუთრებული დღეა და ყველა ბავშვი იმსახურებს იყოს ბედნიერი. მინდა ყველა პატარას მივულოცო ეს დღე და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება ვუსურვო“, - აღნიშნა ნიკოლოზ ლატარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო